...

კომპას მახათა

ბარდება

0

წლის I კვარტალში

კვ.მ-ის ფასი

$ 0

დან

ბინები

0

დან

მოიცავს

0

საცხოვრებელ ბინას

მოიცავს

0

კომერციულ სივრცეს

შედგება

0

სართულისგან

პროექტის შესახებ

„კომპას მახათა“ Compass Development-ის პირველი პროექტია, რომელსაც კომპანია დედაქალაქის ისტორიულ ცენტრში, სამების საკათედრო ტაძრიდან 5 წუთის, მეტრო ავლაბრიდან კი 3 წუთის სავალზე ახორციელებს.

დაბალი განაშენიანების პროექტი მიწის ზედა 4 და მიწის ქვეშ 1 სართულს მოიცავს, რაც თბილისის ისტორიულ უბანს მიმზიდველი იერსახის შენარჩუნებას უწყობს ხელს. პროექტის მშენებლობა ხორციელდება თანამედროვე, ენერგოეფექტური მასალებით, რაც მაქსიმალურად ამცირებს მცხოვრებლისთვის კომუნალური გადასახადების ხარჯებს და, ნახშირბადის ემისიების შემცირებით, ხელს უწყობს ეკომეგობრული რეკრეაციულო სივრცის ჩამოყალიბებას. დიზელ გენერტორითა და უწყვეტი კვების წყაროთი დაცული კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა – როგორიცაა ცენტრალური საქვაბე, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა და სხვა – საავარიო განათებით, ცხელი წყლითა და ინტერნეტით 24-საათიან მომარაგებას უზრუნველყოფს.

Compass Development-ი უზრუნველყოფს მობინადრეებისთვის პოსტ-სამშენებლო მომსახურებასაც.

ხშირად დასმული კითხვები

როდის დასრულდება კომპლექსის მშენებლობა და რა კონდიციაში ბარდება ის მობინადრეს?

„კომპას მახათას“ მშენებლობა 2026 წლის I კვარტალში დასრულდება. მობინადრეს ბინა მწვანე კარკასის მდგომარეობაში ჩაბარდება, ცხელ წყალსა და ბინის გათბობას ცენტრალური საქვაბე სისტემა უზრუნველყოფს. მომხმარებელს ბინამდე მიყვანილი დახვდება ოპტიკურ-ბოჭკოვანი და CAT6E-FTP კაბელები. მობინადრეს საშუალება ექნება, მზა გაყვანილებაზე დაამონტაჟოს ავსტრიული წარმოების Smart House სისტემაც.

ვისთვის არის „კომპას მახათა“ ბინები გათვლილი და რა საინვესტიციო ღირებულება აქვს?

„კომპას მახათას“ ბინები, ერთი მხრივ, იდეალურია ახალგაზრდა წყვილებისა და ოჯახებისთვის, რადგან პროექტი 40-75 კვადრატული მეტრი ფართის ბინებს აერთიანებს, კომპლექსში მობინადრეთა უსაფრთხოება 24-საათიანი მონიტორინგითაა დაცული; ბაღი კი, რომელიც კორპუსის ეზოში ეწყობა, მებაღის მუდმივი მოვლის საგანი იქნება.

პროექტს მაღალი საინვესტიციო ღირებულებაც გამოარჩევს - 1-ელი და 0 სართულები იდეალურია კომერციული ტიპის საქმიანობისთვის - მაღაზიების, კაფეებისა და ოფისების მოსაწყობად. ამასთან, კომპლექსი დედაქალაქის ისტორიულ, ტურისტებისთვის მიმზიდველ ნაწილში შენდება, რაც ზრდის ბინის როგორც მოკლე, ასევე გრძელვადიანი გაქირავების პერსპექტივას.

რას ითვალისწინებს პოსტ-სამშენებლო მომსახურება?
  • საერთო სარგებლობის სივრცეების (ლობი, სადარბაზო - კიბეები, დერეფნები, ლიფტი, საქვაბე) რეგულარული მოვლა-დასუფთავება;
  • ეზოს გამწვანება და მებაღეობა;
  • საერთო ფართების განათება;
  • საქვაბის, ელექტრო გენერატორის მონიტორინგი, მომსახურება;
  • ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის მომსახურება;
  • 24/7-ზე დაცვის კომპანიისა და კონსიერჟის მომსახურება;
  • ტექნიკოსის (კონდიცირება, ელექტროობა, სანტექნიკა) მომსახურეობა ინდივიდუალური საჭიროების შემთხვევაში;
რამდენად მარტივად მისადგომია პროექტიდან ქალაქის ძირითადი სანახაოებები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და სოციალური სივრცეები?

„კომპას მახათა“ ძველ თბილისში მდებარეობს, ახლოს ყველა მნიშვნელოვან ისტორიულ სანახაობასთან. სულ რამდენიმე წუთის სავალზეა თბილისის სამების საკათედრო ტაძრიდან, ახლოს არის მეტეხის ტაძარი, რიყის პარკი, ღვინის დაღმართი და სხვა, ტურისტებისთვის მიმზიდველი სანახაობები.

ამასთან, კომპლექსი მეტრო „ავლაბრიდან“ 3 წუთის სავალზეა. მარტივადმისადგომია სხვა საზოგადოებრივი სატრანსპორტო საშუალებითაც. ფეხით რამდენიმე წუთის სავალზეა კაფე-ბარების, ქართული და ევროპული რესტორნების მრავალფეროვანი არჩევანი.

პროექტის ლოკაცია

თბილისის ისტორიულ ნაწილში, განსაკუთრებული მნიშვნელობის სანახაობებთან ახლოს. მარტივად მისადგომი საზოგადოებრივი ტრანსპორტით.

Compass Makhata Location
კომპას მახათა
მახათას ქუჩა #7
5-min
კომპას მახათა
მახათას ქუჩა #7
×
Geocoding Error Occured.

Tried to Geocode:

Error Type:

Please be sure to follow the tutorial on how to setup the Google APIs required for the Advanced Google Map Widget.

Google Map API Key Tutorial

მოითხოვე
ზარი