Compass Development ქართულ ბაზარზე 2024 წლიდან ოპერირებს და საცხოვრებელი უძრავი ქონების მაღალკონკურენტულ ბაზარს პრემიუმ ხარისხის სამშენებლო და საინჟინრო კომუნიკაციებთან ერთად, გამორჩეულ პოსტ-სამშენებლო მომსახურებას სთავაზობს. Compass Development-ისთვის მნიშვნელოვანია სამშენებლო პროცესის ევროპული ტექნოლოგიებისა და სტანდარტების სრული დაცვით წარმართვა.
Compass Development-ის მიმდინარე პროექტია ბუტიკური სტილის საცხოვრებელი კომპლექსი „კომპას მახათა“, რომელიც თბილისის ისტორიულ ნაწილში, დედაქალაქის იერსახის დაუზინებლად ხორციელდება და გამოირჩევა დახვეწილი დიზაინით, სადაც ყურადღება გამახვილებულია როგორც ესთეტიკაზე, ასევე ფუნქციურობაზე.
მშენებლობა ხორციელდება თანამედროვე, ევროპული ტექნოლოგიებისა და სტანდარტების სრული დაცვით, რაც უმაღლესს ხარისხს, უსაფრთხოებასა და მდგრადობას უზრუნველყოფს. ნოვატორული, ეფექტიანობაზე გათვლილი მიდგომა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკებთანაა თანხვედრაში.
პროექტში გამოიყენება პრემიუმ ხარისხის მასალები, რომლებიც უზრუნველყოფს შენობის ენერგო-ეფექტურობას, ამცირებს ნახშირბადის ემისიებს და ხელს უწყობს მობინადრეთა კომფორტს თბოიზოლაციით, მედეგობითა და დაბალი კომუნალური გადასახადებით.
Compass Development უზრუნველყოფს კომპლექსის 24-საათიან ვიდეო-მონიტორინგსა და დაცვის/კონსიერჟის მომსახურებას. მშენებლობისას გათვალისწინებულია შიდა ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა, რომლის 24-საათიან მომსახურებასაც უწყვეტი კვების ბლოკი იცავს. სადარბაზო დაცულია ინტერკომით.
თბილისის ისტორიულ ნაწილში, განსაკუთრებული მნიშვნელობის სანახაობებთან ახლოს. მარტივად მისადგომი საზოგადოებრივი ტრანსპორტით.
პროექტის ადგილმდებარეობა გარანტორია მყიდველისთვის მაღალი საინვესტიციო ამონაგებისა – უცხოელი ტურისტებისთვის მიმზიდველი ლოკაცია ბინის მარტივად გაქირავების საშუალებას იძლევა.
საერთ სარგებლობის სივრცეების მოვლა-დასუფთავება, მებაღის მომსახურება, კერძო ელექტრიკოსის მონიტორინგი, ტექნიკოსის მომსახურება საჭიროების შემთხვევაში.